"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის მეგობრები არასოდეს ყოფილან.
"კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტესები და გიჟმანტესები, ესენი არიან ამ მწვალებელთა პარტიის მეგობრები. ისინი არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველები. ჩვენი ქართველი ხალხის მეგობრები არასოდეს არ ყოფილან. ჟიგმანტასი იყო ის, ვინც ლობირებდა სააკაშვილი გამოუშვით, თორე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. ჟიგმანტასები იყვნენ ესენი ყველანი და ეს მწვალებელთა პარტიები, ვინც გვყავს ჩვენ ნაცები, აქ რომ არიან, უსამშობლოები. ყველანი ესენი ჟიგმანტასები არიან. გიგაურს და ლომჯარიას მოუწევს თავისი მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა, დეკლარირება და ამის შემდეგ გააგრძელონ. თუ ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, იმოქმედეთ, იმუშავეთ, პრობლემა რა არის. და თუ წინააღმდეგი იქნებით, არ გაგატარებინებთ. არ აგარევინებთ," - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმყოფება ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები შედიან. მათ შორისა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც გუშინ, 13 მაისს, რუსთაველის გამზირზე მივიდა და ამ ფორმითაც გამოუცხადა სოლიდარობა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს.
EU-ს დელეგაცია შეხვდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მათ შეხვედრაზე უარი განუცხადა და მიზეზად რუსული კანონის განხილვა დაასახელა.