"ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება" | პავილიონისი რუსთაველის გამზირიდან

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება", - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "მთავარ არხთან" საუბრობს, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით და ეს ბრძოლა ჩვენც გამოგვივლია. ევროკავშირის კარი ახლა იღება, გაფართოება იწყება, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს ამ რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება. მოლდოვა და უკრაინა იწყებენ მოლაპარაკებებს ივნისში და საქართველოს საკითხი მაგიდაზე არ არის. საქართველო იყო ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე და ახლა, თუ ეს კანონი მიღებულ იქნა, მოლაპარაკებები ვერ დაიწყება", - თქვა პავილიონისმა "მთავარ არხთან".

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი