"უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ევროპა არის ხალხის ნება" | ოთარ ზურაბიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს, როცა ამ კანონის მიღებას აპირებს.

მისივე შეფასებით, ახალგაზრდებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცავების გამოყვანა სისუსტის ნიშანია.

"აქ ვიყავი, ვნახე [როცა ჭიჭინაძეზე აქციის მონაწილე დააკავეს]. არ ვიცი რაზე იყო საუბარი, რაღაცას აპროტესტებდა და ერთბაშად მოხდა, როგორც ხდება...ეს ყველაფერი არის კონსტიტუციის დარღვევა, დარღვევა არის ყველანაირად. თვით კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც მიგვითითებს, რომ უნდა წავიდეთ ევროპისკენ და ყველაფერი, რაც შეგვიძლია [უნდა] გავაკეთოთ. სწორედ რასაც ახალგაზრდები აკეთებენ ყველაფერს, რომ წავიდეთ ევროპისკენ. მეორე არის, რომ სისუსტის ნიშანია, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, რომ გამოიყვანო სამართალდამცავები მოქალაქეების და ახალგაზრდების წინააღმდეგ. ეს არის ხალხის ნება. უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ევროპა არის ხალხის ნება, ხალხის გადაწყვეტილება და ამის წინააღმდეგ წასვლა არის კანონდარღვევა...[ეს პროცესები] მოიტანს [იმას], რასაც ჩვენ გადავწყვეტთ. საბოლოოდ ხალხი წყვეტს ამ ყველაფერს. ან დღეს, ან ხვალ, მაგრამ ძალიან ახლო მომავალში, არ დაგვავიწყდეს, რომ არის არჩევნები. საჭიროა, რომ მოვემზადოთ არა მარტო აქციებისთვის, არამედ არჩევნებისთვის, რომ იყოს ახალი ხელისუფლება," - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა, რა დროსაც პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი