დღეს, 17:00 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შენობაში დღეს, 17:00 საათიდან მის გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. 

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად," - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა. შენობაში შესვლა ეზღუდებოდათ ვიზიტორებსა და ონლაინმედიის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა. 

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი