"ეს პუტინისტური ინფექციაა" | პავილიონისის პასუხი "იმედის" პროპაგანდისტულ შეკითხვაზე, რატომაა კანონი რუსული?

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე,  ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს სამთავრობო "იმედის" ჟურნალისტმა პროპაგანდისტული შეკითხვა დაუსვა - რა არის კანონში რუსული. 

პავილიონისის პასუხი:

ვფიქრობ, ეს რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ არ შეიძლება მეგობრებს დაუძახო მტრები. თქვენ ვერ ნახავთ კანონს ევროკავშირში ან ნატოში, რომელიც მიმართულია მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ პირიქით, ვიწვევთ ჩვენთან გერმანულ, ფრანგულ ან სკანდინავიურ ფონდებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სწორედ ის, რაც საბჭოთა კავშირმა წაგვართვა - ჩვენი დემოკრატიის ხარისხი. ეს დემოკრატიის ხარისხი კი იქმნება სამოქალაქო საზოგადოების მიერ. თუ თქვენ მოკლავთ სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ ისევ საბჭოთა რეჟიმს დაუბრუნდებით. ეს პუტინისტური ინფექციაა, რომელიც ასე ვრცელდება. პუტინის მეთოდია ქვეყნის გაწმენდა ლიბერალური დემოკრატიისგან." უპასუხა პავილიონისმა "იმედის" პროპაგანდისტულ შეკითხვას.

იგივე შეკითხვა დაუსვეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს: 

"ამ კანონის არსია რუსული, იმიტომ რომ ეს არის არა ნდობის არამედ უნდობლობის ნიშანი. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ან არ ენდოთ ვინმეს, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ თუ არ ენდობით ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილზე ცდილობენ ქვეყანას დაეხმარონ, მაშინ ეს რუსული სტილია. გერმანიის კანცლერმა ამაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ ასეთი კანონი ევროკავშირში არავის სჭირდება." განაცხადა როთმა.

შეგახსენებთ,  ფინეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა თბილისში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. ევროპული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ რუსული კანონით ევროკავშირში გაწევრიანების ყველა გზა ჩაიკეტება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი