"რუსთავი 2"-ის 400-მდე ჟურნალისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 400-მდე ჟურნალისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. 

ყველა ტესტი უარყოფითია! ორშაბათს გვიწევს მეორე ტესტირება (უფრო ახლო და პირად კონტაქტში მყოფებს), - წერს ნინო შუბლაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებიდან მალევე ყველა კონტაქტი დადგინდა და 400-მდე ტესტირება ჩატარდა. 

ცნობისთვის, 9 სექტემბერს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი