განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს პროტესტის ნიშნად თანამშრომლები ტოვებენ

გამოქვეყნდა:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ პროტესტის ნიშნად თანამშრომლები ტოვებენ. ცენტრი რუსული კანონის გასაპროტესტებლად სტუდენტების გაფიცვასა და უნივერსიტეტების ნაწილის მხრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებას გამოეხმაურა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება.

ლუკა ბერია წერს, რომ ტოვებს ცენტრში ექსპერტის პოსტს და დღესვე მიმართავს უწყებას შეუჩეროს შრომითი ხელშეკრულება. მისი თქმით, განათლების ხარისხის ცენტრის პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარად გამოყენება - საშიში პრაქტიკაა.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც რამდენიმე უნივერსიტეტს მოუწოდებს რომ არალეგიტიმურად დებს სასწავლო პროცესს.

განათლების ხარისხის ცენტრის პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარად გამოყენება - საშიში პრაქტიკაა.

მინდა აქვე განვაცხადო, რომ ვტოვებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის პოსტს და დღესვე მივმართავ უწყებას შემიჩეროს შრომითი ხელშეკრულება.

აქვე, მინდა მივმართო ცენტრის ხელმძღვანელს და ჩემს ყოფილ ლექტორს ლაშა მარგიშვილს, თქვენს ლექციაზე განხილული თითოეული უმაღლესსაგანმანათლებლო სამართლებრივი პრინციპი თუ მოცემულობა შორსაა პრორუსული სულისკვეთებისაგან, შესაბამისად თქვენი პოზიციაც ასეთი უნდა იყოს და ნუ გავიწყდებათ, რომ ვართ ევროპის საგანმანათლებლო სივრცის წევრები და ბოლომდე უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომლის წინაშეც დგას ახლა მთელი სახელმწიფო", - წერს ის.

უწყებას ტოვებს გიორგო ოდოშაშვილიც:

"აწი ისედაც აღარ დამიძახებენ ალბათ, მაგრამ მე ვტოვებ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტის პოზიციას და ამისთვის განცხადებითაც მივმართავ შესაბამის პირებს.

მენანება", - წერს ის სოციალურ ქსელში.

სსიპ-ი დატოვა ნინო ხითარიშვილმაც. ის წერს, რომ ემიჯნება განცხადებას, რომელიც მისი თქმით,  ცენტრის მისიას, ხედვას, იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც წლები გულანთებულად ემსახურებოდა:

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თავს ვალდებულად მივიჩნევ გამოვეხმაურო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას. მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცენტრის მისიას, ხედვას, ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რომელსაც წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად და გულანთებულად ვემსახურებოდი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი