თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის თუ არა გადაყვანილი ის საავადმყოფოში.

"დედას დაუდასტურდა კოვიდი აი ახლა კი ცუდად ვარ"-წერს ჩარკვიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ, 11 სექტემბერს დაუდასტურდაჩარკვიანი ინფიცირების სავარაუდო წყაროდ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში იმ მიკროფონს ასახელებს, რომელიც მისი თქმით ჯერ ლევან გოგიჩაიშვილს, შემდეგ კი თვითონ ეკეთა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე  კორონავირუსი ასევე დაუდასტურდათ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს. გოგიჩაიშვილი ამბობს, ის თბილისიდან არ გასულა და არ იცის, ინფიცირების წყარო.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი