თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.

ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია, - წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი