"სამწუხაროდ თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ ზედმეტად დაკავებული იყავით" | როთი პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

შალვა პაპუაშვილის განცხადებებს, რომ უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების გამოსვლა ანტირუსულ აქციებზე, "ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა", გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება: 

“ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ. მაგრამ, გთხოვთ ნუ იქნებით დაკავებულები მოუსმინოთ და ესაუბროთ  იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას” წერს როთი, რომელიც სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, 14 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მივიდა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ცნობისთვის, პაპუაშვილმა იმავე დღეს უარი თქვა ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრაზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი