რუსული კანონი ბიზნესის წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" რეპრესიული გადაწყვეტილების ეკონომიკურ შედეგს ბიზნესი და მოსახლეობა უკვე მწვავედ გრძნობენ. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალუტის გაუფასურება კრიტიკული ფაქტორია, ისევე როგორც ბიზნესისთვის - იმპორტის და ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიები უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ მილიონობით ლარის მოცულობის ზარალზე და ბუნდოვან პერსპექტივაზე. ხელისუფლებას კი რეაქცია არ აქვს და პოლიტიკური მიზნებით ეკონომიკის დაზარალებას აგრძელებს.