რუსული კანონით, მოქალაქეებისგან სქესობრივ ცხოვრებაზე, რელიგიურ მრწამსსა და ჯანმრთელობაზეც მოითხოვენ ინფორმაციას

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონში, ჩუმად შეტანილი ცვლილებებით, კანონი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა ინფორმაციის მოთხოვნის უფლება ექნება იუსტიციის სამინისტროს სამიზნე პირისგან:

თუ თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია.

ყველაზე საინტერესო ის არის რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც (sic!). მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“, რომელიც უკავშირდება პირის:
- რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
- პოლიტიკურ შეხედულებებს;
- რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
- პროფესიული კავშირის წევრობას;
- ჯანმრთელობას;
- სქესობრივ ცხოვრებას;
- ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;
- მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;
- ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;
- პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
- აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს." წერს მენაბდე.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი