ვინ დაითვლის ხმებს? - საოლქო საარჩევნო კომისიების მიკერძოებული წევრები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატების პოლიტიკური სიმპატიები ძირითადად "ოცნებისკენ" იხრება. საოლქო კომისიის 72 დამოუკიდებელი წევრიდან 20 სოციალურ ქსელში მხარდაჭერას მმართველი გუნდის მიმართ ღიად აფიქსირებს.

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის მიერ შესწავლილი საოლქო კომისიის დაკომპლექტების პროცესით ირკვევა, რომ ცესკომ კანდიდატების შერჩევისას არა პროფესიონალიზმით და დამოუკიდებლობის ხარისხით, არამედ ნეპოტიზმითა და პარტიული კუთვნილებით იხელმძღვანელა და "ქართული ოცნების" პარტიულ აქტივს საოლქო კომისიებში დამატებითი ადგილები გაუნაღდა.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, საოლქო კომისიებში 72 ვაკანტური ადგილიდან 16-ში კანდიდატები არა კონკურსის წესით, არამედ პირდაპირი პრინციპით დაინიშნენ, ვინაიდან კომისიის წევრობის ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ.

ვინ დაითვლის ჩვენ ხმებს და იქნება თუ არა დათვლილი შედეგი ამომრჩევლის რეალური არჩევანის ამსახველი, ამას საქართველოს მოსახლეობა 31 ოქტომბერს გაიგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი