ელოდებით თუ არა სანქციებს საერთაშორისო პარტნიორებისგან და ხართ თუ არა ამისთვის მზად? - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, მედიის ამ კითხვებს პასუხობს და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, სანქციებზე საუბარი არასწორია.
"რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებელია დისკუსიაც, დიალოგიც, ყოველთვის ასე უნდა გაგრძელდეს...სანქციები, რომ დააკისრონ ქვეყანას თუ არ ვიცი ხალხს, ამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი, საერთოდ ეს მიდგომა, უკვე არის არასწორი. ჩვენ, ერთს მხრივ, ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, თუ შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და არ არის შედეგის მომტანი...," - ამბობს ღარიბაშვილი.
ასევე ნახეთ: