ვთხოვე EU-ს უმაღლეს წარმომადგენელს, მოამზადოს სანქციები ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას | როიტენი

გამოქვეყნდა:

ახლა საქართველოს პარლამენტს აქვს საბოლოო შანსი, გააკეთოს სწორი არჩევანი. მან მთლიანად უნდა გააუქმოს კანონი - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რუსული კანონისთვის ვეტოს დადების თაობაზე.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვს, მოამზადოს სანქციები ყველა იმ დეპუტატისთვის, ვინც ვეტოს დაძლევას დაუჭერს მხარს:

"მე ვთხოვე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, მოამზადოს სანქციები ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას." წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს დღეს ვეტო დაადო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი