რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული კაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პატიმრობის შეფარდების საკითხზე დაახლოებით სამსაათ-ნახევარი მსჯელობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 71 წლის კაცს ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის 25 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრს თავს 15 მაისს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა. ფიცოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი