"[გარდაცვლილის ძმას] ოპერაციას უტარებენ"... "მკვლელების ვინაობა უცნობია"| სენაკში მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"[გარდაცვლილის ძმას] ოპერაციას უტარებენ]"... "სახლში შეუვარდა 4 კაცი და ორი ძმა იყო და ერთი მეზობელი", - ამის შესახებ სენაკის მოსახლეობა გამთენიას მომხდარ მკვლელობაზე საუბობს.

მათი თქმით, ღამის განმავლობაში არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევიათ. გარდა ამისა, უცნობია მკვლელების ვინაობა. 

"სახლში შეუვარდა 4 კაცი და ორი ძმა იყო და ერთი მეზობელი... გარდაცვლილი 25-26 წლის იქნება... მათთან მყოფნი მეზობელიც დაჭრეს. სახლში ისხდნენ ბავშვები და რატომ შეუვარდნენ არ ვიცით, მკვლელებიც ვინ არიან, არ ვიცით"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობირივი.

შეგახსენებთ, რომ სენაკში, გორის ქუჩაზე, გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში დანით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - მოკლულია ერთი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. "მთავარის" ინფორმაციით, სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი