"ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი დელეგაციისთვის... აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის" | ალიევი

გამოქვეყნდა:

"ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის... აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის," - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი X-ზე წერს და ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის სავარაუდო ჩამოვარდნას ეხმაურება. 

"დღეს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შეგვაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ავარიული დაშვება განახორციელა ირანში. ჩვენ ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის," - წერს ალიევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი