
პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც პროტესტი არ წყდება. მისი თქმით, პრეზიდენტმა კანონს უხეშად დაადო ვეტო, რის გამოც "ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის". "ქართული ოცნება" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომაა კანონი რუსული.
"სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითიც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა სამწუხაროდ ჯანსაღი დისკუსიისთვის", - თქვა კობახიძემ.
პრეზიდენტმა მანამდე საჯაროდ თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა "ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ" მოლაპარაკებებში. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ რუსულ კანონს "გააპატიოსნებდა". იხილეთ ასევე: