შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
შსს-ს ცნობით, ის ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.
"ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით", - ამბობს შსს.
იხილეთ ასევე: