EU 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს | Politico

გამოქვეყნდა:

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მწვანე შუქს აუნთებს უკრაინასთან გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ამ ზაფხულს. გამოცემას ხუთი დიპლომატი ანონიმურად ესაუბრა. მათი თქმით, ევროკავშირი 25 ივნისს (ევროპული საბჭოს სამიტის თარიღი) უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

გამოცემის ცნობითვე, ისევე როგორც დეკემბერში, ახლაც უკრაინისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია.

"ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ [კიევს] აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით", - წერს გამოცემა.

დიპლომატები "პოლიტიკოსთან" ამბობენ, რომ უკრაინა ჩართული იყო ინტენსიურ ორმხრივ დისკუსიებში ბუდაპეშტთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც 11-პუნქტიან დოკუმენტშია ასახული. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბრის შემდეგ, კიევმა შესთავაზა ბუდაპეშტს ყველა პუნქტის გამოსასწორებელი გზები.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კიევს სურს აჩვენოს, რომ ყველაფერი გააკეთა უნგრეთის დასაკმაყოფილებლად.

გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი დაბრკოლება შესაძლოა იყოს ნიდერლანდები, რომლის ახალი მმართველი კოალიცია ეწინააღმდეგება გაფართოებას. "პოლიტიკო" წერს, რომ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორია დროა - "მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი მმართველობაზე შეთანხმებას, რაც არჩევნებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, მათ ჯერ კიდევ არ ჰყავთ პრემიერმინისტრი. კოალიციურ მოლაპარაკებებზე ინფორმირებული პირის თქმით, ახალი მთავრობა შესაძლოა 25 ივნისამდე არ შედგეს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი