"ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას მიკერძოებულს უწოდებს და მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს | განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის ლიდერების ნაცვლად, სალომე ქურასბედიანს გააკეთებინეს

გამოქვეყნდა:

"ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას მიკერძოებულს უწოდებს და მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს - განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის რომელიმე ლიდერის ნაცვლად სალომე ქურასბედიანს გააკეთებინეს. 

"...ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას. რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიია პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს", - ამბობს ქურასბედიანი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი