
"ოცნების" ღიად რუსული დაჯგუფების, ხალხის ძალის წევრს, გურამ მაჭარაშვილს ჰგონია, რომ რუსულ კანონზე ვენეციის კომისიას "დასკვნა დააწერინეს". მაჭარაშვილი აქაც "უცხოური ძალების" კვალს ხედავს და ამბობს, რომ დასკვნა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია:
"ვენეციის კომისიას დააწერინეს ის, რაზეც თვითონ შეიძლება თვითონ არ ფიქრობდა, რომ ასეთი დასკვნა უნდა დაეწერა. იმ უცხოურმა ძალებმა, ვინც გაცხადებულად უშვებენ აქ უცხოელებს, დიპლომატებს, თუ უწყების წარმომადგენლებს და ეუბნებიან საქართველოს, რომ თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტი" ამბობს მაჭარაშვილი.
ვენეციის კომისიის დასკვნა გუშინ, 21 მაისს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ოცნების" რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს ქართულ ოცნებას გაიწვიოს აღნიშნული კანონი, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.