ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას, კობახიძესთან ერთად, პუტინის წარმომადგენლები და "ჰამასის" ლიდერები ესწრებიან

გამოქვეყნდა:

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალს, საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად, პუტინის მიერ გაგზავნილი პირები, მათ შორის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი და "ჰამასის" მაღალჩინოსნებიც იმყოფებიან. 

ირანის დროებით პრეზიდენტს, მოჰამედ მოხბერს პუტინის მოკავშირემ კრემლის მეთაურის მხრიდან მხარდაჭერის გზავნილი გადასცა. 

"რუსეთი გლოვობს ირანთან ერთად. ჩვენ შევინარჩუნებთ პრეზიდენტ რაისის ნათელ ხსოვნას, როგორც გამოჩენილი პოლიტიკოსის, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტის და როგორც ნამდვილი მეგობრის...  რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ისლამური რესპუბლიკა მტკიცედ გადალახავს ყველა განსაცდელს და გააგრძელებს თავდაჯერებულ მოძრაობას მდგრადი ეროვნული განვითარებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე," - ნათქვამია რუსეთის დუმის განცხადებაში. 

"ღაზადან ჩამოვედით იმისთვის, რომ ირანის ისლამური სახელმწიფოსადმი სამძმარი გამოგვეხატა", - ამბობს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე. 

ცნობილი ხდება, რომ იქ იმყოფებიან "ჰეზბოლასა" და "თალიბანის" ლიდერებიც. 

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი