
"ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი... უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ვკითხულობდი დოკუმენტს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა და რუსულ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომიისიის კრიტიკულ დასკვნას გამოეხმაურა.
"წავიკითხე დასკვნა და როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი. უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი როგორც იურისტი, როდესაც ვკითხულობდი ამ დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ. არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით. უამრავი სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა არგუმენტების გარეშე," - თქვა კობახიძემ.