დევნა შავი ჯიპით - "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას საარჩევნო აგიტაციის ჩაშლაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ინციდენტი გუშინ, 12 სექტემბერს გარდაბანში მოხდა. მისი ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს" აქტივისტებს სოფელ ვაზიანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ოცნების" აქტივისტები "მიუსიეს", რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ აგიტაციისთვის და ჩაეშალათ მოსახლეობასთან შეხვედრა. გარდა ამისა, იმუქრებოდნენ, რომ "ევროპული საქართველოს" პლაკატებს ჩამოხევდნენ.

ირმა ნადირაშვილმა დღეს ფოტომასალაც გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, აქტივისტებს შავი ჯიპით, ლევან მენახშირიშვილი აედევნა და დავალებებსაც ის გასცემდა. 

მე მინდა ქართულ ოცნებას ვუთხრა, თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებში ქულის დაწერისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ ფაქტებიც და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს მიიღონ ზომები", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი