ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი გაასაჯაროვა.
კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:
ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, პროგრამაზე ორიენტირებული კამპანიის წარმოება და საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა - ნათქვამია საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოდექსი შეიმუშავა შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.