
"ნუთუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც ამ ქვეყანაში, ან მთლიანად მსოფლიოში, ვინც ამას დაიჯერებს რასაც კადრულობს კობახიძე. რა თქმა უნდა, არ არსებობს", - ამბობს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია კობახიძის მორიგ ანტიდასავლურ განცხადებაზე, რომელიც ევროკომისრის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ "მუქარას" ეხება.
"ნუთუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც ამ ქვეყანაში, ან მთლიანად მსოფლიოში, ვინც ამას დაიჯერებს რასაც კადრულობს კობახიძე. რა თქმა უნდა, არ არსებობს. ირაკლი კობახიძემ და მისმა გუნდმა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ფრონტი გაუხსნა ყველას, საუკეთესო მეგობარს და ქომაგს ჩვენი ქვეყნისა. დღევანდელი დღეც, აი ეს საარაკო ტყუილიც მეტყველებს მარტივ მოცემულობაზე - თითეული დამატებითი დღე ამ ხალხის ხელისუფლებაში, არის სახიფათოზე სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის და რაც შეიძლება სწრაფად ეს ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს დემოკრატიული ოპოზიციური ძალებით", - განაცხადა მელიამ.