ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის ქალს კაცმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, დაშავებული ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მიყენებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გ.შ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ის პოლიციამ გამთენიისას დააკავა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი