რეგიონში შიდაგავრცელებაა - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა

გამოქვეყნდა:

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ რეგიონში კლასტერული მიმართულებით საუბარი აღარ არის, რადგან კორონავირუსის ახალი შემთხვევბი შიდაგავრცელებას უკავშირდება.

ეს არის შიდა გავრცელება, მაგრამ კონტროლის ქვეშ გახლავთ სიტუაცია, პანიკის საფუძველი არ არის. გარე ლოკაციებზე, მხედველობაში მაქვს კარვები და პოლიკლინიკები, სულ არის აღებული 2 389 ტესტი. ჰოსპიტალურ ქსელში ამჟამად იმყოფება 277 პირი, მათ შორის  78 არის ე.წ. კოვიდკარანტინში, ანუ ეს გახლავთ ასიმპტომური მსუბუქი ფორმები. ყველგან არის გავრცელება, ამიტომ კლასტერული მიმართულებით პასუხები უკვე დაიხურა, - ამბობს რუსუდან შავიშვილი.

შეგაგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში აჭარის რეგონში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 227;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი