"დახვდი კობახიძეს" | თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"დახვდი კობახიძეს" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, რომ პროტესტით დახვედროდნენ პრემიერმინისტრს, რომელიც ყოველ შაბათს თსუ-ში ლექციებს ატარებს და ამ ფორმით გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. თუმცა, უცნობია კობახიძე მივიდა თუ არა უნივერსიტეტში, რადგან წინა შესასვლელთან ის არ გამოჩენილა.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტები კობახიძეს პროტესტით ხვდებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები უნივერსიტეტთან წინა შაბათსაც იყვნენ შეკრებილები, სადაც მათ "ოცნების" "ტიტუშკები" ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი