
ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ამ დროისათვის დასტურდება 6 დაღუპული. დაშავებულია 40, ხოლო დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.
შეგახსენებთ, 25 მაისს, ნაშუადღევს რუსული არმია თავს დაესხა ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს.