
ვაკის პარკის მიმდებარე ტერირორიაზე თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილზე სიტყვით გამოსვლები დასრულდა, მონაწილეები კი ახლა პრეზიდეტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, რათა იქ მყოფ ადამიანებს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსვლელობა სახელად "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა" დღეს, 26 მაისს, ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე გაიმართა. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე და ამასთანავე, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული კანონი. პარალელუად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციასთან გამართულ ღონისძიებაზე "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდა.