პრეზიდენტის "ქართული ქარტია" | რომელი ოპოზიციური პარტიები უერთდებიან შეთავაზებას?

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპზე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება და ხელმოწერის მზაობას გამოთქვამს.

"ქართულ ქარტიას" ხელს მოაწერენ პარტიები: "ახალი", "ენმ", "ევროპული საქართველო", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", ფრაქცია "ევროოპტიმისტები", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა", "კანონი და სამართალი," "მოქალაქეები." ანა დოლიძის "ხალხისთვის"; 

[სია განახლებადია]

ქარტიას ხელს არ აწერს "გირჩი"

ჯერჯერობით უცნობია გახარიას პარტიის პოზიცია.

პრეზიდენტმა „ქართული ქარტია" 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა და ოპოზიციას მიმართა, რომ მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ. 

დოკუმენტი მოიცვას ძირეულ რეფორმებს და ითვალისწინებს ყველა ანტიევროპული კანონის გაუქმებას; მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სხვა ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმას, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას; 

დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პირველივე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ამ მიმართულებით იმუშავებენ, ხოლო შემდეგ მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან პირობებსა და გარემოში. ამავე ქარტიით, მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ისიც იქნება დროებითი.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი