დაკითხონ ელისო კილაძე! - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, ელისო კილაძის დაკითხვას ითხოვს. საქმე ეხება "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის იმ განცხადებას, რომელიც კილაძემ ბაჩალიაშვილის საქმეში გაჩენილ ახალ ლოკაციაზე საუბრისას გააკეთა. 

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება ყველა იმ ინფორმაციით, უნდა დაინტერესდეს, რომელიც ჟურნალისტს უცნობმა პირმა მიაწოდა:

გუშინ ვიმყოფებოდით თეთრიწყაროში, სოფელ საღრაშენში, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოგვაწოდა ელისო კილაძემ.  დავათვალიერეთ გარკვეული ადგილები, მანამდე გვქონდა დათვალიერებული დრონის მიერ გადაღებული საკალმახეები და  მოვითხოვთ, გამოძიებამ პირადად დაკითხოს ელისო კილაძე და გამოართვას რა ინფორმაციაც მიიღო ტელეფონით, რა გვარებიც იყო მითითებული ის ადამიანები დაიკითხონ - ამბობს რამიშვილი.

"ამბავი მოხდა სულ სხვა ადგილას" - ამბობს ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილსი საქმის ახალ გარემოებებეზე საუბრისას. მისი წყაროს ინფორმაციით, გოლთეთში, იქ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვეს, ნამდვილად ბოლო ლოკაციაა, თუმცა მანამდე ბაჩალიაშვილი "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, გოლთეთის ტერიტორიაზე, 22 ივლისს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი