ობიექტური გამოძიებისთვის ყველა გზა უნდა მოინახოს - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ყველა გზა უნდა ინახოს იმისათვის, რომ ობიექტური გამოძიება იყოს და მხოლოდ მაკულატურა არ მოაგროვონ. 

რამიშვილი ამბობს იმასაც, რომ გამოძიება ძალაინ უნიჭოდ არის მომზადებული და ამას აუცილებლად დაამტკიცებს. 

სიცრუე უნდა დასრულდეს, ყველა უნდა იყოს დაკითხული, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს, ყველა გზა უნდა ინახოს, თუ გვინდა, რომ ობიექტური გამოძიება იყოს და არა მარტო მაკულატურა ვაგროვოთ... ასევე ჩვენებებთან დაკავშირებით მე მჭირდება სივრცე, რომ მოსახლეობას ზუსტად დავანახო, როგორ უნიჭოდ არის გამოძიება მომზადებული, რაც უკავშირდება ე.წ მწყემსების მიერ 5 დღის განმავლობაში იქ გაჩერებული მანქანის პოვნას, რომელიც იქ წარმოუდგენელია მდგარიყო, - თქვა მიხეილ რამიშვილმა. 

ოჯახის უფლებადამცველი ელისო კილაძის დაკითხვასაც ითხოვს.

"ამბავი მოხდა სულ სხვა ადგილას" - ამბობს ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ გარემოებებეზე საუბრისას. მისი წყაროს ინფორმაციით, გოლთეთში, იქ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვეს, ნამდვილად ბოლო ლოკაციაა, თუმცა მანამდე ბაჩალიაშვილი "ვილა ალგეთის"
ტერიტორიაზე მიიყვანეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი