ქვეყნის სტრატეგიული რეზერვებისთვის შეძენილი ოქრო საქართველოში ვერ ჩამოაქვთ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ შესყიდვის შემდეგ გაარკვია, რომ საქართველოს არ აქვს ოქროს რეზერვის შენახვის სპეციალური პირობები. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ 7 ტონა ოქრო სანქციების მოლოდინში ნათია თურნავას პირადი გადაწყვეტილებით იყიდეს და ის ამ დრომდე ლონდონის საცავებში ინახება. ხელისუფლება და ბანკის ხელმძღვანელობა დღესაც ცდილობდს იმის დამტკიცებას, რომ დასავლური შეზღუდვები ეკონომიკურ კრიზისზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს.