"სამწუხაროდ რაღაც ტრაგიკულად წარიმართა," - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის დროს მშვიდობიანი პალესტინელების დაღუპვას გამოეხმაურა.
"რაფაჰში, ჩვენ უკვე განვახორციელეთ დაახლოებით 1 მილიონი არა-მებრძოლი მაცხოვრებლის ევაკუაცია და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რომ არ დაშავებულიყვნენ არა-მებრძოლები, სამწუხაროდ რაღაც ტრაგიკულად წარიმართა... ჩვენ ვიკვლევთ მომხდარს და მივიღებთ დასკვნებს, რადგან ეს არის ჩვენი პოლიტიკა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.