თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტს იწყებენ. უფლებადამცველები
ხვალ, 14 სექტემბერს ტრაგედიის ადგილას მივლენ და თავად დაათვალიერებენ ტერიტორიას, სადაც 23 წლის პროგრამისტი გადაადგილდებოდა.
ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ 5 დღის განავლობაში ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ გოლთეთის ტყეში, სადაც ის იპოვეს, არ მდგარა. მათი თქმით, ამას არაერთი ფაქტი და მტკიცებულება ადასტურებს. ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი დაბარებული იყო ვილა ალგეთთან, საკალმახის მიმდებარე ტერიტორიაზე.
...ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ლოკაცია შევცავალოთ და უვკე დეტალურად გადავიდეთ იმ ადგილმდებარეობის მიხედვით, სადაც მიგვითითეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, - ამბობს მიხეილ რამიშვილი
მიხეილ რამიშვილი, ელისო კილაძის დაკითხვასაც ითხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ყველა იმ ინფორმაციით, უნდა დაინტერესდეს, რომელიც ჟურნალისტს უცნობმა პირმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, გოლთეთის ტერიტორიაზე, 22 ივლისს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.