
"შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით," - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა წერს და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება.
"შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად და თავისი ხალხი დატოვოს გაფართოების მოლოდინში განუსაზღვრელი მომავლისთვის," - წერს ცაჰკნა.