
"ოცნება" ბრმად მიემართება რუსეთისკენ... ევროკავშირმა და გერმანიამ კრიტიკულად უნდა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობა", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატისა და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის, თომას ჰაკერის განცხადებაშია საუბარი. ის რუსულ კანონზე "ოცნების" ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
„საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სერიოზული შეცდომაა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა და გერმანიამ სამომავლო თანამშრომლობა კრიტიკულად უნდა განიხილონ. უკვე დაგვიანებულია პერსონალური სანქციები და ევროკავშირში შესვლის აკრძალვები მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. "ქართული ოცნება"
იზოლირებულია საკუთარი საზოგადოებისგან და ბრმად მიემართება რუსეთისკენ."უცხოური აგენტების" შესახებ კანონი უნდა გაუქმდეს. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შეფასება ერთმნიშვნელოვანი იყო", - წერს ჰაკერი განცხადებაში.
X-ზე კი მან დაწერა: "ეს კენჭისყრა სერიოზული შეცდომაა ევროკავშირში საქართველოს გზაზე. ევროკავშირმა და გერმანიამ კრიტიკულად უნდა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობა. პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დროს ვადა გასდის".