"არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, შეიძლება გაყალბდეს რეფერენდუმიც" | გამოხმაურებები პრეზიდენტის შეთავაზებაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის შეთავაზებას რეფერენდუმთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია და ახლა დისკუსიის საკითხი უნდა იყოს, რამდენად მიზანშეწონილია ახლა რეფერენდუმის ჩატარება. მისივე თქმით, არსებობს არგუმენტები როგორც სასარგებლოდ, ისე საწინააღმდეგოდ: 

"საქართველოს კონსტიტუციაში უკვე განსაზღვრულია საგარეო პოლიტიკური კურსი. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხზე დღეს რეფერენდუმის ჩატარება, ესეც სადისკუსიოა. არსებობს არგუმენტები, რომელიც მის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდაც. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ნიშნავდეს ამომრჩევლის მობილიზებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ან პირიქით, შეძლება იყოს პრობლემაც. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, გაყალბდეს რეფერენდუმის შედეგებიც და ამან პირიქით, უფრო სერიოზული პრობლემები შექმნას. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია და აუცილებელია დისკუსია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის." ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია

პრეზიდენტმა საზოგადოებას რეფერენდუმი გუშინ შესთავაზა. მან რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ, რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, რეფერენდუმს დანიშნავს. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა საჭიროა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით მოსახლეობის მკაფიო პოზიცია ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა რეფერენდუმში აისახოს.

ის ახალგაზრდები, რომლებიც უკვე 2 თვეა უწყვეტად აპროტესტებენ რუსულ კანონსაც და "ოცნების" რუსულ კურსსაც, აცხადებენ, რომ მათთვის რეფერენდუმი 26 ოქტომბრის არჩევნებია. 

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი