დავალიანების გამო, სომხეთში რუსეთის "პირველი არხის" მაუწყებლობა შეჩერდა

გამოქვეყნდა:

სომხეთში რუსეთის "პირველი არხის" მაუწყებლობა ვალის დაფარვამდე შეჩერდა.  მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის თქმით, კომპანიამ არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა. 

შეგახსენებთ, მარტში  სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ერთ-ერთ მიზეზად მისი გადაცემების შინაარსი დასახელდა, კერძოდ კი, სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი