"ფულს საერთოდ არ ეხება" | კვიჟინაძე ოფშორების კანონზე

გამოქვეყნდა:

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე მედიასთან აცხადებს, რომ „ოფშორების კანონი“ ფულს საერთოდ არ ეხება.

"ოფშორები ან იურისდიქციაშია დასავლეთის, ან აკონტროლებენ მთლიანად. იქ ვერ მოხდება შავი ფული, რუსული ფული, სანქცირებული და ა.შ. მაშინ გამოდის, რომ ისინი იფარავენ ხალხს სანქციებისგან, რა სანქციებსაც თავად აწესებენ. ამის გარდა, ეს ოფშორები არ არის ის ოფშორები, რომელიც იყო 30 წლის წინ. იგივე ამერიკამ, ევროპამ ძალიან შეავიწროვეს და ოფშორებიდან ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება. თუ, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო შეკითხვას აგზავნის, მოდის ყველაფერი. კერძოდ, ვისი დაფუძნებულია, მის უკან ვინ დგას და ა.შ. ამიტომ მაგნაირი არაფერი არ არის.

რაც შეეხება ფულს, ფულს საერთოდ არ ეხება. გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, რომ ასეთი კომპანია 3200-ია. ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ საქმე ეხება იმას, რომ თუ ფიზიკურ პირს კომპანია ოფშორში აქვს და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობს, ეს ოფშორი აღარ უნდა და საქართველოში უნდა გადმოსვლა, ერთჯერადად ვპატიობთ გადმოსვლის მომენტს“,- აცხადებს კვიჟინაძე.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" დღეს პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია და ოფშორების კანონი დაამტკიცა.  

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი