"ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა" | კუპრაძე ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა", - ასე პასუხობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცადებას, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. საგანგებო ბრიფინგი პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გამართა.

"აღნიშნულ კომპანიას განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, საჯარო მოხელეების მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად 2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში, თაღლითობის აღმოჩენის გამო, მსოფლიო ბანკმა ჩინურ კონსორციუმს გზებისა და ხიდების მშენებლობა აუკრძალა 8 წლით.

ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა, ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს ჩვენს გახვევას. ოფშორების კანონით დაწყებული, საერთაშორისო მაქინაციებში ეჭვმიტანილი კომპანიებით დამთავრებული, ღრმა კომუნიზმში ვბრუნდებით. მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა არის დარჩენილი", - ამბობს კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის აშენებას სწორედ ამჟამად "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე გეგმავდა, თუმცა "ოცნების" ხელისუფლებამ მას ამის საშუალება არ მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი