"ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავისი გავლენის მოხდენას ცდილობს" | NATO-ს წარმომადგენელი ანაკლიაზე

გამოქვეყნდა:

"კარგადაა ცნობილი, რომ ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავისი გავლენის მოხდენას ცდილობს," - ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა და ლევან დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი გახდა. გამოცემა ოფიციალური წარმომადგენლის ვინაობას არ აკონკრეტებს.

"გეგმური გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ კარგადაა ცნობილი, რომ ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავისი გავლენის მოხდენას ცდილობს... შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად რჩება," - განაცხადა წარმომადგენელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი