
"ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა უფლება, საპატიმროში მოენახულებინა აქციების ერთ-ერთი მონაწილე ომარ ოკრიბელაშვილი:
"შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო. ამაზე წერდა ნანუკაც და საუბრობდა მედია." წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ოკრიბელაშვილი პარლამენტთან, ანტირუსული აქციის დროს დააკავეს. შსს მას რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
19 წლის ახალგაზრდის ოჯახმა გუშინ, "მთავარ არხთან" ისაუბრა იმ მძიმე პირობებზე, რომელშიც ოკრიბელაშვილი გლდანის მერვე ციხეში იმყოფება.