ამერიკული ინვესტიციების ნაცვლად ჩინური კაპიტალი საქართველოში. ოლიგარქის ხელისუფლება საუკუნის პროეტს იმ კომპანიას აბარებს, რომელიც შეერთებული შტატების მიერ არის დასანქცირებული. ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები შავ სიაში ჯერ კიდევ 2020 წლიდან, კორუფციულ გარიგებებში მხილების გამო ფიგურირებენ. საუბარია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩინურ მხარესთან თანამშრომლობა საქართველოსთვის შესაძლოა უდიდესი საფრთხის შემცველი იყოს.