სახ.დეპი ანაკლიაზე: ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა სუვერენიტეტზე

გამოქვეყნდა:

29 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იყოს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე". სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს "ფორმულა" ავრცელებს.

"შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი