"გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო" | ტრამპი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო", - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ის, ე.წ გაჩუმების საქმეზე გაამტყუნეს და დამნაშავედ ცნეს.

ცნობილია, რომ მოსამართლე მერჩანი სასჯელის სახეს და ზომას 11 ივლისს გამოაცხადებს. მანამდე კი მან ნაფიც მსაჯულებს მიმართა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა: "ვერავინ გაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც არ გინდათ. არჩევანი თქვენზეა".

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად ნაფიც მსაჯულებს ორი დღე დასჭირდათ. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ედავებოდნენ, რომ 2016 წლის საპრეზისენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს საკუთარი ადვოკატის დახმარებით დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა და გაჩუმება მოსთხოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი